დმანისში ვითარება კვლავ დაიძაბა -მოქალაქეებმა პოლიციის ე.წ. კორდონი გაარღვიეს

დმანისში ვითარება კვლავ დაიძაბა – ქალაქის შესასვლელი სამართალდამცავებს რამდენიმე საათი გადაკეტილი ჰქონდათ, რამდენიმე წუთის წინ კი მოქალაქეებმა ე.წ. პოლიციის კორდონი გაარღვიეს და დმანისის ცენტრის მიმართულებით გაემართნენ. ადგილზე ვითარება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე ასევე როგორც ცნობილია, ფიზიკურად გაუსწორდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს.

ასევე ცოტახნისწინ ადამიანთა ერთი ჯგუფი ხელკეტებით გაუსწორდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდა.მანქანას ეთნიკურად აზერბაიჯანელი მართავდა, რომელმაც აქციის მონაწილეებს უწმაწური სიტყვებით მიმართა