დმანისში, ჩვენს ოფისთან გაისროლეს, ადამიანები არიან დაჭრილები – კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, დმანისში, ოცნების ოფისთან სროლა იყო, რის შედეგადაც არიან დაჭრილები.

“დმანისში დღეს საკმაოდ მძიმე ინციდენტი იყო, ჩვენი პარტიის ოფისთან იყო მძიმე პროვოკაცია, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, მაგრამ რეაქცია, რაც ჩვენ ვიხილეთ ჩვენი აქტივის წარმომადგენლების მხრიდან უმძიმესი იყო. მე რამდენადაც ვიცი, გაისროლეს და ადამიანები არიან დაჭრილები.

ასეთ შემთხვევაში, უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო სამართალდამცველების მხრიდან. ამას არც ახნსა აქვს და არც გამართლება და არ შეიძლება რაიმე ფორმით შერბილდეს სანქცია დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა უნდა იყოს უმკაცრესი”. – ამბობს კობახიძე რუსთავი 2–თან საუბრისას.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით, 117-ე [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] მიმდინარეობს.