დმანისში 10-დან 5 ოლქში ოპოზიციამ გამარჯვება მოიპოვა – კორძაია

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, დმანისში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 6%-ს უტოლდება, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, 10-დან 5 ოლქში ოპოზიცია იმარჯვებს.

კორძაია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხელოვნურად რომ არ აბათილებდეს ბიულეტენებს, ოპოზიციას უფრო მაღალი შედეგი ექნებოდა.

ის მოუწოდებს ცესკოს, მითითება მისცენ ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციას.