დნმ ექსპერტიზის დასკვნით, ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის – პროკურორი

ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის ინფორმაციით, დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.

“დნმ-თან დაკავშირებით, ის ეჭვები, რაც ოჯახს ჰქონდა, გამოირიცხა. დადგინდა, რომ გარდაცვლილი წარმოადგენს მათ შვილს“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.