დოდი ხარხელის სახლში ჩხრეკა დასრულდა – სახლიდან ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს

აქტივისტ დოდი ხარხელის სახლში ჩხრეკა დასრულდა,  პოლიციამ სახლიდან ელექტრონული მოწყობილობები ამოიღო.

როგორც პოლიციელები აცხადებენ, ხარხელის სახლში მისი ყოფილი მეუღლის, უჩა აბაშიძის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდნენ.

“ყველაფერი, რაც დღეს ხდება საქართველოში, არის ერთადერთ რამესთან დაკავშირებული – პროცესებთან, რაც მიმდინარეობს ქუჩაში”, – თქვა დოდი ხარხელმა.

დღეს, 3 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ სვამს რამდენიმე პოლიციელი შვილის საბავშვო ბაღთან დოდი ხარხელს მანქანაში.