ტრამპის გოლფის კლუბთან სროლა მოხდა.რესპუბლიკური პარტიის აპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ არის მას შემდეგ, რაც გასროლა “მას სიახლოვეს” მოხდა, – თქვა მისი კამპანიის შტაბმა.
“პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის”, – თქვა მისი კამპანიის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა და დასძინა, რომ “ამ დროისთვის დამატებითი დეტალები არ არის”.
საიდუმლო სამსახურმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა, რომ იძიებს „დაცვის ინციდენტს“, რომელიც ტრამპს ეხებოდა, რომელიც ადგილობრივი დროით 14:00 საათაზე მოხდა ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში, ვესტ პალმ ბიჩში.
CNN-ის ცნობით, კლუბი მაშინვე დაიხურა.
ინციდენტი მოხდა თითქმის ორი თვის შემდეგ, რაც ტრამპს თავს დაესხნენ პენსილვანიის ბატლერში გამართულ მიტინგზე, რის შედეგადაც ის ყურში დაიჭრა.
ინფორმაცია განახლდება