დავით არახამიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინაში ჩასვლას აპირებს.
“ჩვენ გავიგეთ, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რამდენიმე რესპუბლიკელ კონგრესმენთან ერთად კიევში ჩამოსვლას გეგმავს უკრაინის მხარდაჭერის საჩვენებლად. ეს კარგი ნიშანია. პოლიტიკოსები იწყებენ იმის მოსმენას, რასაც მხარს უჭერენ ამერიკელი მოქალაქეები და ისინი მხარს უჭერენ მამაცი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის დამატებითი იარაღის მიწოდებას. საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები იღებენ”,– თქვა არახამიამ FOX NEWS-თან ინტერვიუში.
მისივე განცხადებით, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ აშშ-ს მოქალაქეების 70% მხარს უჭერს რუსული თვითმფრინავების გაჩერებას უკრაინაში.
“ეს შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა გზით – არა მხოლოდ იმ გარანტიების მიღებით, რისიც ნატოს ეშინია, არამედ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის იარაღის მიწოდებით, რათა ჩვენ დავიცვათ თავი. ჩვენ არ გვჭირდება ნატოს თვითმფრინავები, მოგვეცით საჰაერო თავდაცვის რაკეტები და ჩვენ თვითონ გავაკეთებთ საქმეს”,– აღნიშნა არახამიამ.
რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა რუსეთის მოქმედებას უკრაინის წინააღმდეგ “ჰოლოკოსტი” უწოდა და პუტინს მოუწოდა, ხალხის ხოცვა შეწყვიტოს.