დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას კამალა ჰარისთან დებატები სურს.
„მე ჯო ბაიდენთან დებატებს დავთანხმდი, მაგრამ მე მასთან (კამალა ჰარისი) დებატები მსურს. მათ მსგავსი პოლიტიკა აქვთ. ვფიქრობ, დებატები საპრეზიდენტო რბოლისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ტრამპმა.
21 ივლისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება, კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. იმავე დღესვე, 59 წლის კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის სტატუსით დაიწყო მზადება დემოკრატიული პარტიის ყრილობისთვის, რომელზეც კანდიდატი ოფიციალურად უნდა დასახელდეს.ყრილობა 19 აგვისტოს ჩიკაგოში გაიხსნება.