ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ დონალდ ტუსკი შეცდომაშია შეყვანილი, როდესაც გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს.
მისი თქმით, ოპონენტების ლობისტურ საქმიანობას ხედავს, რაც ქვენის მიჯის აზიანებს.
“გასაგებია, რომ ბატონი ტუსკი „ტვიტერზე“ წერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არის შეცდომაში შეყვანილი ისევე, როგორც ის კონგრესმენი იყო. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების ლობისტურ საქმიანობას ვხედავთ, რომელიც აზიანებს ქვეყნის იმიჯს. იქამდე, სანამ არ იქნება სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება ბატონ რურუაზე ამ კონკრეტულ საქმეზე, რაზეც ბრალი აქვს წაყენებული, ვერ გავაკეთებ ვერანაირ განცხადებას, მაგრამ ფაქტი ერთია – სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში შეიძლება იყოს ხალხის ფულის, 50 მილიონი ლარის ქურდი და ის მონათლონ პოლიტიკურ დევნილად, მათ შორის აქტიური ლობისტური საქმიანობით ქვეყნის გარეთ. ეს ძალიან სამწუხაროა,” – განაცხადა კილაძემ.
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მისი პარტია შეშფოთებულია, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეშია. ტუსკი ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულებისკენ და რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.