დონბასში რუსებს ჩვენზე 20-ჯერ მეტი აღჭურვილობა აქვთ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთს დონბასში უკრაინაზე 20-ჯერ მეტი აღჭურვილობა აქვს.

“ჩვენ გვაკლია ტექნიკა, რადგან ვებრძვით ასეთი დიდ სახელმწიფოსა და დიდ არმიას. მათ [რუსებს] 20-ჯერ მეტი აღჭურვილობა აქვთ ახლა დონბასში, 1:20. წარმოიდგინეთ, რა ძლიერები არიან ჩვენი მეომრები, როგორი ხალხი გვყავს“,– აცხადებს ზელენსკი უკრაინული მედიის ცნობით.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ მას არ სურს უკრაინაში ასობით ათასი ადამიანის სიკვდილი, ამიტომ პარტნიორებმა შორ მანძილზე მსროლელი აღჭურვილობა უნდა მიაწოდონ.