უკრაინელებმა დონბასში, რუსული სამხედრო ძალების 14 შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ განახლებულ ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი ავრცელებს.
გუშინ , 29 აპრილს უკრაინელებმა წარმატებით მოიგერიეს ოკუპანტების 14 იერიში. წარმატებული თავდაცვის შედეგად განადგურებულია ოკუპანტების 11 ტანკი, 27 ჯავშანტექნიკა და 7 საარტილერიო სისტემა.
გარდა ამისა, უკრაინელმა მებრძოლებმა დონბასის თავზე ჩამოაგდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების 1 თვითმფრინავი და 7 უპილოტო საფრენი აპარატი.