დონბასში უკრაინულმა ძალებმა 3 სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

გაერთიანებული ძალების ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში 3 სოფელი გაათავისუფლეს. როგორც Unian-ი იუწყება, უკრაინელმა სამხედროებმა წინ 15 კმ-ით წაიწიეს.

“ფრონტზე მტრის არტილერია წუთითაც არ ჩერდება, თუმცა მტრის რიცხობრივი უპირატესობა არ ნიშნავს, რომ რაშისტები დაუსჯელები დარჩებიან. თითოეული ჩვენი პასუხი მნიშვნელოვან ზარალს აყენებს დამპყრობელს. დონბასში გარკვეული მიმართულებებით უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ თავს იცავენ, არამედ თანდათან წინ მიიწევენ”-  ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.