უკრაინელმა ძალოვანებმა დონბასში 18 წლის გოგო დაიჭირეს, რომელიც ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში და რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობაში. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
ეჭვმიტანელი ბახმუტში ცხოვრობს და ის სამართალდამცავების თქმით, რუსეთის ფედერაციის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან თანამშრმლობდა.
გოგოს ბრალად ედება მტრისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნიკის და მებრძოლების დაგილმდებარეობის კოორდინატების გადაცემა.
“მაის–ივნისის განმავლობაში 18 წლის უკრაინის მოქალაქე საკუთარი სურვილით გადასცემდა ოკუპანტებს სამხედროების და ტექნიკის დისლოკაციის კოორდინატებს ბახმუტში. დაფიქსირებულია რუსი ოკუპანტებისთვის აღნიშული მონაცემების გადაცემის 14 ფაქტი“– აცხადებს პროკურატურა.
ეჭვმიტანილი პარასკევს, 10 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, ახლა კი წყდება საკითხი, აღკვეთის ღონისძიების რა ფორმა უნდა მიესაჯოს მას.
პროკურატურის ინფორმაციით გოგო სამშობლოს ღალატის მუხლით ედება ბრალი. ეს მუხლი სასჯელის სახით 15 წლამდე ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს, ქონების კონფისკაციით.