“დოჟდის“ჟურნალისტს ალექსეი კოროსტელევს ლატვიაში შესვლა აუკრძალეს.ის საქართველოში ცხოვრობს

ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შესასვლელად „შავ სიაში“ შეიყვანა ტელეარხ „დოჟდიდან“ (რუსეთში შეტანილი „უცხოური აგენტების“ რეესტრში) გათავისუფლებული ალექსეი კოროსტელევი.

1 დეკემბერს კოროსტელევმა, რომელმაც მაყურებელს მოუწოდა,  არხისთვის ეცნობებინათ მობილიზაციის დროს დარღვევების შესახებ, თქვა ფრაზა, რომელიც  რუსი მობილიზებულის მხარდაჭერად იქნა აღქმული.

ამის შემდეგ კოროსტელევისამსახურიდან გაათავისუფლეს და ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ ევროკავშირში დოჟდის მაუწყებლობის ლიცენზია  გააუქმა.

„დელფის“ ინფორმაციით, კოროსტელევს შსს-ს გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში შეუძლია გაასაჩივროს. ჟურნალისტი საქართველოდან მუშაობდა, მას არ აქვს ლატვიის ვიზა და ბინადრობის ნებართვა.