“დოჟდი” მაუწყებლობას ლატვიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და საქართველოში დაიწყებს

რუსული ოპოზიციური ტელეარხის „დოჟდის“,მთავარი რედაქტორის ტიხონ ძიატკომის განცხადებით, მაუწყებლობას რამდენიმე ქვეყანაში დაიწყებს, მათ შორის საქართველოშიც. ამის შესახებ  მთავარი რედაქტორი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნული ცნობილი მას შემდეგ გახდა რაც, არხმა ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.~

„9 ივნისს მაუწყებლობის დაწყებას ვერ შევძლებთ, მაგრამ ეს მალე მოხდება, როდესაც მზად ვიქნებით. ბევრი გეგმა გვაქვს – სხვადასხვა სტუდიიდან ვაპირებთ მაუწყებლობას ლატვიაში, ნიდერლანდში, საფრანგეთსა და საქართველოში. მცირედით დავიწყებთ და გავფართოვდებით საეთერო ბადეში. ძალიან მოგვენატრეთ და ვიმედოვნებთ, თქვენც მოგენატრეთ. ყველა დეტალი – მალე!“ – დაწერა ძიატკომ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს  ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ [NEPLP] ლატვიაში რუსული ტელეარხების მაუწყებლობა აკრძალა. როგორც ცნობილია გადაწყვეტილება ძალაში 9 ივნისს შევა და ქვეყანაში აიკრძალება ბოლო 80 რუსული ტელეარხის მაუწყებლობა, რომლებიც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ადგილობრივი მაყურებლისთვის.

მიზეზად საკანონმდებლო ნორმა დასახელდა,  რომლის მიხედვით ლატვიაში არ შეიძლება მაუწყებლობდეს ტელეარხები, რომლებიც რეგისტრირებულია სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემქმნელ სახელმწიფოში. ამის შესახებ,  სააგენტო LETA-ს საბჭოს ხელმძღვანელმა, ივარ აბოლინიშმა ისაუბრა.

აღსანიშნავია ასევე რომ, ამავე საბჭომ გადაწყვიტა ლიცენზია მიანიჭოს რუსულ ოპოზიციურ ტელეარხ “დოჟდს”.  აღნიშნული არხის რედაქცია 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაშირუსეთის დედაქალაქში მოსკოვში მუშაობდა, თუმცა 3 მარტს იძულებული გახდა შეეწყვიტა მაუწყებლობა ე.წ. “ფეიკების კანონის” გამო.