საქართველო-თურქეთის მატჩის წინ, დორტმუნდის ცენტრში, ევროპის ჩემპიონატის გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ზონა და ქალაქის პარკში თამაშის საყურებლად მოწყობილი სივრცე ქარიშხლის საფრთხის გამო დაიხურა. ინფორმაციას ქალაქ დორტმუნდის ხელმძღვანელობა ავრცელებს
დორტმუნდის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს, ვისაც სტადიონზე თამაშის დასასწრები ბილეთი არ აქვთ, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დასავლეთ და ცენტრალურ გერმანიაში ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა, რის საფუძველზეც გულშემატკივართა ზონები ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ კიდევ სამ ქალაქში, კიოლნში, დიუსელდორფსა და გელზენკირხენში დაიხურა.
დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 20:00 საათზე გამართავს.