„რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 35 რაკეტა და 23 დრონი გაუშვა დღეს დილით ადრე, როცა ხალხს ეძინა. საბედნიეროდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ზოგიერთი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც დღეს დილით უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისკენ იყო მიმართული, ჩრდილოეთ კორეული KN-23 იყო. ფხენიანისა და მოსკოვის რეჟიმებს არ აქვთ შეზღუდვები უკრაინის ნებისმიერ ადგილას შორ მანძილზე დარტყმებზე. თუმცა, ამ ორი ბარბაროსული ომის მანქანებისგან თავის დასაცავად, უკრაინა იძულებულია იბრძოლოს ზურგზე მიბმული ხელებით – ეს აბსურდი არ არის?.[…] პუტინსა და კიმ ჩენ-ინს შორის მზარდი სამხედრო თანამშრომლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის როგორც ევროპას, ისე აზიას. მოვუწოდებთ ჩვენს აზიელ პარტნიორებს, განიხილონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა და რაც უფრო ნაკლებად წარმატებული იქნებიან რუსი და ჩრდილოეთ კორეელი დიქტატორები, მით უფრო სტაბილური და უსაფრთხო იქნება ევროპა და აზია“,

ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთის მიერ უკრაინაზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას.