უკრაინის ხელისუფლება მოუწოდებს ისრაელს მეტი გააკეთოს უკრაინის რუსული აგრესიისგან დასაცავად.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა „ისრაელ ჰაიომისთვის“ დაწერილ სტატიაში აღნიშნა, რომ „დროა ისრაელმა დააპაუზოს თვითრეფლექსია და გაწყვიტოს კავშირი ბოროტ და ბარბაროსულ რუსულ სახელმწიფოსთან“.
”რუსული პროპაგანდითა და დეზინფორმაციით გაჯერებულ მსოფლიოში, არსებობს რამდენიმე უდავო ჭეშმარიტება. მაგრამ ერთი რამ ცხადია. ისრაელი და უკრაინა ერთსა და იმავე ომს ებრძვიან, ომს ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ ხალხის მოსპობას. ჩვენს განსაცდელში, უკრაინა საჭიროებს ერთგულ მოკავშირეებს, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ ჩვენი ტვირთის გაზიარება. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, დაფიქრდეს და აირჩიოს მეტის გაკეთება, რათა დაეხმაროს უკრაინას ჩვენი ცხოვრების წესისა და თავად ცხოვრების დაცვაში“, -წერს ერმაკი.