დროა, საქართველოში ჩამოვიდეს აშშ-ს პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით – სალომე ზურაბიშვილი

“საქართველოს თხოვნა იქნება, რომ აქ დაგვიანდა მაღალი დონის ვიზიტები. დროა, ქართველი ხალხი ამას ელოდება, რომ აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით. აქ იყო ამერიკის პრეზიდენტი და მივიღეთ ისე, როგორც არცერთი სხვა ქვეყნის. მე მგონი, დროა, რომ ეს გავიმეოროთ”

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.