” კარგად ვიცით, რომ დასავლელი მეგობრების “კეთილი რჩევები” ყოველთვის არსებობს სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, და ეს რჩევები ზოგჯერ აღიქმება პროცესის ამა თუ იმ მონაწილეს მიერ. მაგრამ ის ფაქტი, რომ დასავლეთის რჩევები ყოველთვის მიმართულია არა რეგიონის ქვეყნებს შორის მათი ინტერესების ბალანსზე დაფუძნებული შეთანხმებების მოძიებაზე, არამედ მათი გეოპოლიტიკური მიზნების ხელშეწყობაზე, ასევე ყველასთვის ცნობილია.[…] ჩვენ შევთავაზეთ უფრო აქტიურად განვითარდეს თანამშრომლობის მექანიზმი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის – სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო და მათი სამი უახლოესი მეზობელი – რუსეთი, თურქეთი და ირანი. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს ფორმატი გახდება პერსპექტიული, მით უმეტეს, რომ ის არ იქნება დამოკიდებული გლობალურ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე, ის თავისუფალია ჰეგემონიის შესანარჩუნებელი გეოპოლიტიკური თამაშებისგან, რომელსაც ახლა ავითარებს ვაშინგტონი ბრიუსელში პარტნიორებთან ერთად”
ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, შემეჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.