“დროული, საკმარისი და ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა” – ტიკარაძე ტრანსპორტის გაჩერებაზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ფიქრობს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება “დროული, საკმარისი და ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა”.

მისი განმარტებით, მოლოდინი აქვთ, რომ სატრანსპორტო შეზღუდვა დადებით დინამიკას გამოიწვევს ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებაში.

“ორი კვირის შემდეგ, ჩვენი მოლოდინი არის დაახლოებით 80%-ით გაუჯობესება ეპიდვითარების, აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ეს იყო დროული, საკმარისი და ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მიიღო.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა საბჭოზე არც განხილულა, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ამ მოთხოვნას დავაყენებთ, თუმცა, დღეისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაადგილება იყოს, ვინაიდან ვიცით, თუ რა ტურისტული მოძრაობა არსებობს დღეს”  – თქვა ტიკარაძემ.

საქალაქო ტრანსპორტი 4 სექტემბრამდე არ იმუშავებს.