საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” (GDI) იურისტი, გიორგი მშვენიერაძე ეხმიანება კანონპროექტს, რომლის მიხედვით, პარტნიორი ქვეყნების დროშის დაზიანებისთვის ჯარიმა 1000 ლარი იქნება.
მისი შეფასებით, ეს გამოხატვის თავისუფლების დარღვევაა.
“დროშის დაწვისათვის დასჯადობის შემოღება, ვისი დროშაც არ უნდა იყოს ის, არის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა (ცხადია, არ ვგულისხმობ თუ საქმე სხივისი საკუთრების განადგურებას ეხება).
ამ მავნებლური ინიციატივით ვითომ დასავლურ ღირებულებებს ვიცავთ, სინამდვილეში კი დასავლური ღირებულებების იმ ნარჩენს ვანადგურებინებთ ხელისუფლებას, რაზეც დღემდე ვდგავართ – სიტყვის თავისუფლებას!”,– წერს მშვენიერაძე.
კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, ასევე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, მის წინ ან შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.
ცვლილებებით განისაზღვრება, რომ აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ბადრი ჯაფარიძე.