“დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა” – სააკაშვილი რატი ბრეგაძეს

“დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა” -საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართავს.

“იუსტიციის მინისტრს” გუშინ, ბადრაგის თანამშრომლები ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ჩემთვის ფურცელზე დახატული საქართველოს დროშის ფანჯარაზე გამოფენას და ამ დროშის ხელიდან გამოგლეჯას. პუტინის საქმეს რომ აკეთებთ, ეგ დიდი ხანია ვიცი. მაგრამ, დროშის შემქმნელი პრეზიდენტისთვის დროშის აწევის აკრძალვას პუტინიც ვერ მოიფიქრებდა. ტყუილად კი არ თქვა დღეს ლავროვმა, რომ ქართველებს უკვე აღარ უნდათ ნატო-ში შესვლა. აქამდე ვერასდროს ბედავდნენ ამის თქმას. ოფიციალურად ვაპროტესტებ თქვენი და თქვენი თანამშრომლების მოღალატეობრივ საქციელს და გაფრთხილებთ, რომ აუცილებლად აგებთ ამაზე პასუხს”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.