ლიბანის რადიკალური შიიტური დაჯგუფება “ჰეზბოლა“ მზად არის ჰამასს დაუჭიროს მხარი ისრაელის წინააღმდეგ ომში, “როცა ამის დრო მოვა“ – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნაიმ კასემმა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში პროპალესტინურ მიტინგზე გამოსვლისას.
“ჩვენ სრულად მომზადებული ვართ და როდესაც მოქმედების დრო მოვა, ჩავერთვებით!”. – თქვა ჰეზბოლას ლიდერის მოადგილემ, ნაიმ კასემმა ბეირუთის ქუჩებში მოწყობილი მსვლელობის დროს.
მანამდე ისრაელ–ლიბანის საზღვარზე დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰაიანი “ჰეზბოლას“ ლიდერს, ჰასან ნასრალს შეხვდა.
მან აღნიშნა, რომ გრძელდება “სამხედრო დანაშაულები ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ“, რაც აუცილებლად გამოიწვევს კოლექტიურ პასუხს წინააღმდეგობის ყველა მხარის მიერ“.
ბევრი შიშობს, რომ ისრაელის ომი ჰამასთან ახალ მაშტაბებს მიიღებს, თუ მას “ჰეზბოლას“ ბოევიკები შეუერთდებიან.