უზბეკეთის კინემატოგრაფიის სააგენტოს ინფორმაციით, დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს წამყვანმა კინოსტუდია “ქართულმა ფილმმა” გადაწყვიტეს გააერთიანონ შემოქმედებითი და კინოწარმოების რესურსები და ერთობლივი კინოსწარმოების ალიანსი შექმნეს.
“საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს წამყვანი კინოსტუდიები. საბჭოს წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს შექმნან ალიანსი სახელწოდებით “დსთ და საქართველოს კინოსტუდიების საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაცია.”- წერია უზბეკეთის კინემატოგრაფიის ლიგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გადაწყვეტილება დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს წარმომადგენლებმა 31 მარტს დუშანბეში გამართული კინოსტუდიების დირექტორების IV საბჭოზე მიიღეს.