”თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მართლა მიღებული სტატუსი მიანიჭონ მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას ეს იქნება არამხოლოდ გაუგებარი, არამედ არასამართლიანიც. მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა მართლა დასვას კითხვა – რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ იმისთვის, რომ ეს სტატუსი მივიღოთ, როგორც მოლდოვას ჰპირდებიან თუ როგორც ნატოსთან დაკავშირებით აქვს მოლდოვას, გამოვაცხადოთ ნეიტრალური სტატუსი?”
ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი სოზარ სუბარი, POLITICO-ს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ევროკომისია უკრაინას და მოლდოვას სტატუსს მიანიჭებს გეგმავს. ხოლო საქართველოზე დარწმუნებულები არ არიან.