დუბინკებით გაუსწორდნენ, მკვდარს ჰგავს – ქსნის ციხეში პატიმარი სცემეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველი” ავრცელებს. პატიმრის ოჯახი, ,,პირველებს” უყვება, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 10-მდე პირი ხელკეტებით ურტყამდა.
”მაგრად სცემეს დუბინკებით, 10 კაცი სცემდა, ახლა რა მდგომარეობაშია, არ ვიცი, მითხრეს, რომ მე-11-ე, მე-12-ე მალა აქვს დაზიანებული, გარდაცვლილ ადამიანს ჰგავს და მიწიდან ამოღებულს, 120 კილოიანი ბიჭი 60 კილოც არ არის, დაანებონ თავი, ავადმყოფი ბიჭია,”- აცხადებს პატიმრის დედა