დუისში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი პანკისში, სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი იქნება. მისი თქმით, ის კარგად იცნობს ადგილობრივების პრობლემებს და მათი მოგვარებისთვის იზრუნებს.
მაჩალიკაშვილი კენჭს გაერთიანებული ოპოზიციიდან იყრის და არჩევნებზე 5 ნომრით გავა.
„ხეობაში რა პრობლემებია და როგორ არის მთელი ძალოვანი სისტემის მიერ დათრეული ხეობა და მოსახლეობა, ეს ყველაზე კარგად ვიცი. უნდა ვიზრუნო, რა თქმა უნდა, რთული მხარეა, მაგრამ სადაც მე ვიქნები, იქ გამორიცხულია გარიგება, კორუფცია, უსამართლობა. მე არც სიმდიდრის მაძიებელი ვარ, ეს არ მჭრიდება,
ჩემი მიზანი ყველასთვის ცნობილია, მაჟორიტარი ვიქნები თუ სად ვიქნები, ჩემი მიზანია წავიდეს მახინჯი სისტემა და მოვიდეს ხალხისთვის ნორმალური მთავრობა. მე წინა პერიოდში ძალიან წინააღმდეგი ვიყავი ყველანაირი შემოთავაზების, სიმართლე გითხრათ ეს არაფერში მჭირდება. ამ თემაზე რამდენიმე პირთან მქონდა მოლაპარაკება, რომ ვინმე ყოფილიყო ოპოზიციის მხრიდან, საბოლოოდ გამოვიდა, რომ ვერც ერთი პირი ვერ ვნახე, რომ ოპოზიციის მხრიდან ყოფილიყო და გადავწყვიტე თვითონ ვყოფილიყავი. ეს ჩემი ბრძოლის ნაწილია. მნიშვნელობა არ აქვს საიდან ვიყრი კენჭს, გაერთიანებული ოპოზიცია თუ ნებისმიერი სხვა, ყველას ბრძოლაში ვარ, ვინც ჩემთან ერთად იბრძვის. მე ამას არც პოლიტიკოსობას დავარქმევდი, არც პოლიტიკაში წასვლას, ეს 4-წლიანი ბრძლის ნაწილია, არც პოლიტიკა მაინტერესებს, არც პოლიტიკაში ყოფნა. ჩემი მიზანი ერთია – დამარცხდეს „ქართული ოცნება“,- აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი.