პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ თუ ყველანი გარკვეულ კომპრომისზე წავლენ, შეთანხმებას წარმატების შანსი აქვს.
მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელმა შეხვედრამ შეთანხმების იმედი მოუმატა.
“მინდა დაგარწმუნოთ, რომ პროცესი წინ მიდის. თითოეულ საკითხზე მიმდინარეობს დეტალურად შეთანხმება. დღევანდელმა შეხვედრამ იმედი მომიმატა. დღეს მთელი დღის განმავლობაში იქნება მოლაპარაკება და ხვალისათვის რაღაც შედეგი უნდა გვქონდეს. კომპრომისზე წასვლა მოგვიწევს ყველას, თუ გვინდა, რომ შეთანხება შედგეს. მნიშვნელოვანია მთლიანი შეთანხმება და არა რომელიღაცა საკითხები, რაც რომელიმე მხარისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. მანამდე ის ქართული ოცნების ლიდერებს შეხვდა.