1 ივნისიდან ძალაში შედის ბუნებრივი აირის გაზრდილი ტარიფი, რომელიც სემეკმა წინა კვირას დაამტკიცა. თბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირის ერთ კუბურ მეტრზე ტარიფი დაახლოებით, 8 თეთრით ეზრდება.
ტარიფის ზრდის მოთხოვნით სემეკს კომპანია თბილისი ენერჯიმ მიმართა, რომლის არგუმენტი ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ზარალი იყო. კომპანია „თბილისი ენერჯის“ 25 მილიონიან ზარალზე საუბრობდა, რომელიც მას ვალუტის კურსის ცვლილებით მიადგა.
ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ელი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.