დღეიდან მოძრაობა ”ტალღა” აქციების რეგულარულ ციკლს აანონსებს

სამოქალაქო მოძრაობა ”ტალღა” აქციების რეგულარულ ციკლს აანონსებს – 5 სექტემბრიდან ყოველ ხუთშაბათს 20:00-დან 21:00 საათამდე აქციები გაიმართება თავისუფლების მოედნის წმ.გიორგის ობელისკის გარშემო, სადაც მსურველები სამოქალაქო პოზიციის გამოხატვას შეძლებენ.

“გაცნობებთ, რომ დღეს, 5 სექტემბერს სამოქალაქო მოძრაობა ტალღა ვიწყებთ აქციების რეგულარულ ციკლს – ყოველ ხუთშაბათს 20:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე.

აქციები გაიმართება თავისუფლების მოედნის წრეზე წმ.გიორგის ობელისკის გარშემო, სადაც აქტივისტები და მოქალაქეები დააფიქსირებენ თავიანთ სამოქალაქო პოზიციას.

ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას: “26 ოქტომბრის არჩევნების შედეგზე თითოეული მოქალაქეა პასუხისმგებელი!
გელოდებით თავისუფლების მოედნის წრეზე!”

ასევე, ვაფიქსირებთ, რომ სამოქალაქო მოძრაობა ტალღა მზად არის მედიებთან თანამშრომლობისთვის და ჩვენი აქციების გაშუქებისთვის”. – ნათქვამია განცხადებაში.