დღეიდან, 27 თებერვლიდან, საქარათველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს.
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამა, რომ პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან ასევე, თბილისის მეტროსადგურებში. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.
“უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. დეზინფექცია უტარდება, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში