დღეიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეები, კარანტინის ნაცვლად ტესტირებას გაივლიან

დღეიდან 19 აპრილიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეები 5 დღიან კარანტინს აღარ გაივლიან და მათ მხოლოდ ანტიგენ-ტესტი დასჭირდებათ გადმოსასვლელას. ასევე ისინი ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში

“ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან”, – განაცხადეს საბჭოს სხდომაზე.

ენგურის ხიდთან სამი პუნქტია ტესტირებისთვის გახსნილი. გადმოსვლელთა დასაყოვნებლად კი, ცალკე კარვებია განთავსებული.