დღეიდან რესტორნებს ღია სივრცეში სტუმრების მიღების უფლება აქვთ

15 თებერვლიდან კვების ობიექტებს ღია სივრცეებში სტუმრების მიღების უფლება ეძლევათ, თუმცა შაბათ–კვირას მუშაობის უფლება კვლავ არ აქვთ. გარდა ამისა, 21 საათიდან მოქმედი კომენდანტის საათის გამო ისინი ვერც გვიანობამდე შეძლებენ მუშაობას. მთავრობის მიერ შეზღუდვის მხოლოდ ნაწილის მოხსნას რესტორატორები არასაკმარისად თვლიან. მათი თქმით, ბევრი ობიექტი გახსნას ვერ შეძლებს, რადგან ღია სივრცე ობიექტების დიდ ნაწილს არ აქვს, გარდა ამისა, შეზღუდული საათებით მუშაობით ისინი ხარჯებსაც ვერ დაფარავენ.

ხელისუფლება აცხადებს, რომ შეზღუდვების შემდგომი მოხსნა მხოლოდ მოგვიანებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე განიხილება.

და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას.

შეზღუდვა კვლავ შენარჩუნდება შაბათ-კვირას.