დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მგზავრებს ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. მათ შორის მთავარი რეკომენდაციაა, პირბადის ტარება.

საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის პანდემიის გამო, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები 23 მარტს დაწესდა.

საქართველოში სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა, საქალაქთაშორისო მოძრაობის აღდგენის მიუხედავად, დღეიდან არ განახლდება. ამის შესახებ მთავრობის 345-ე დადგენილებაშია აღნიშნული. დადგენილების თანახმად, სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა.