დღეიდან უვადო შიმშილობას ვაცხადებ! – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეიდან უვადო შიმშილობას აცხადებს. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა. ექსპრეზიდენტის განმარტებით, მისი მოთხოვნაა ადეკვატური მკურნალობის მიღება, რაც მოთხოვნილია სახალხო დამცველის კონსილიუმისა და ცენტრ ემპათიას მიერ.

“ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც მეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს. ჩემო ჯანმრთელობა არის მეასეხარისხოვანი”,– თქვა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰოლანდიელი ექიმისგან მიიღო წერილი, რომელშიც ის წერს, რომ განმეორებითი შიმშილობა გამოიწვევს დასუსტებული ჯანმრთელობის ფონზე განმეორებით და უფრო ძლიერ სტრესს.

“მეტაბოლიზმის, ელექტროლიტებისა და ჰორმონალური ცვლის მოშლას, რაც თავის მხრივ, ქსოვილურ და უჯრედულ დონეზე უკვე ისეთ დარღვევებს გამოიწვევს, რასაც შეუქცევადი და ლეტალური შედეგები მოჰყვება. აი, მე მივდივარ ამაზე! ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული”,– თქვა სააკაშვილმა.