13 მარტიდან საქართველოში სავაჭრო ცენტრებს და ბაზრობებს შაბათ-კვირას მუშაობის უფლება ეძლევათ. 15 მარტიდან კი, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას სპორტული დარბაზები განაახლებენ. სასწავლო პროცესი აღდგება აუდიტორიებში, განახლდება სასკოლო წრეებიც.
15 მარტიდან რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ თეატრები, სპორტული კლუბები და პროფესიული ანსამბლები, საქმიანობას კი, მაყურებლების დასწრებით, 1-ლი აპრილიდან შეძლებენ.
ძალაში რჩება კომენდანტის საათი 21:00-დან 05:00 საათამდე. ხელისუფლება ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, როდის მოიხსნება ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.