პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დღეის მდგომარეობით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ცნობით, მესამე პრეზიდენტი აგრძელებს მედიკამენტების მიღებას.
“იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი ბოლო 3 დღის განმავლობაში არ ღებულობდა მედიკამენტებს, აღნიშნული იყო ლაბორატორიული ცვლილებები. გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას.
დღეისათვის პაციენტი აგრძელებს ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ძირითადი სასიცოცხლო მონაცემები, როგორიცაა პულსი, წნევა, სატურაცია, სისხლში გლუკოზის წონა, ნორმის ფარგლებშია. პაციენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშ არის და დღეის მდგომარეობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- ამბობს გლდანის ციხის საავადმყოფოს ექიმი.