“ცესკომ 90% ხმის დათვლის პროცესის ჩანაწერების ატვირთვა ვებგვერდზე. ერთი სერიოზული და პრობლემა და ხარვეზი ამ ქვეყანაში მოვაგვარეთ. მართალია, ჩვენ გაგვლანძღეს და დღესაც არ უნდათ იმის აღიარება, თუ რამხელა საქმე გაკეთდა ამ საარჩევნო რეფორმით, მაგრამ ეს თითოეული მათგანის ნამუსზე იყოს.
მე, ლევან იოსელიანი, ჩვენი პარტია და ყველა, ვინც იყო ჩართული საარჩევნო რეფორმაში, პირნათლები ვართ ამ ქვეყნის მომავალთან. არც ცესკოსთან არის მიტინგი, არც გადადექის ყვირის არავინ, არც გაყალბდას და არც ოქმების ფრიალი მიდის, რაც ჩვენი 30-წლიანი სამარცხვინო ტრადიცია იყოს, ეს დავასრულეთ, ერთი ნაბიჯით წავედით წინ. ამას აღიარება უნდა. რომ ზეიმობენ ოპოზიციაში, განსაკუთრებით იმ ხალხის მხრიდან უნდა ამის აღიარება. ჩვენ ნუ გვეტყვიან მადლობას. ჩვენ მადლობისთვის არ გაგვიკეთებია ეს.
რა თქმა უნდა, სისაძაგლეები რჩება, მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა და ესეც თავისით არ მოგვარდება. აქაც მუშაობა, ოფლის ღვრა და სისტემური რეფორმაა გასატარებელი”
თქვა “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.