”დღესაც ვართ, სამწუხაროდ, საუბედუროდ იქ, სადაც ვიყავი 90-იანებში, ისევ დაყოფა, ისევ ერთმანეთის სიძულვილი, ისევ ერთმანეთის ცილისწამება და ეს გაუთავებელი კინკლაობა” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
„რამდენიმე კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა ლიტვის პრეზიდენტი, რომელთანაც მე ძალიან დამწუხრებული როდესაც ვსაუბრობდი ჩვენს ახლო წარსულზე და მათ შორის, პარალელს ვავლებდით, თუ როგორ გაიარა ბალტიის ქვეყნებმა ეს გზა და როგორ მიაღწიეს ევროკავშირთან ინტეგრაციას, ევროკავშირის წევრობას, ნატოს წევრობას და ამ დროს, ჩვენ გავიხსენეთ, თუ სად ვართ ჩვენ დღეს საქართველო და რა შეცდომები დავუშვით, მე ძალიან დამამახსოვრდა მისი ნათქვამი, რომ მაშინ, ლიტველი ხალხი იყო გაერთიანებული, მაშინ არ არსებობდა ფრაგმენტაცია, არ იყო ერი დახლეჩილი. ამ გაერთიანებამ მიაღწია და ლიტველ ხალხს შეაძლებინა ის, რომ დღეს ლიტვა, ბალტიის ქვეყნების წევრები, არიან ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები, არიან ძლიერი სახელმწიფოები და ჩვენ სად ვართ დღეს მეგობრებო, დღესაც ვართ, სამწუხაროდ, საუბედუროდ იქ, სადაც ვიყავი 90-იანებში, ისევ დაყოფა, ისევ ერთმანეთის სიძულვილი, ისევ ერთმანეთის ცილისწამება და ეს გაუთავებელი კინკლაობა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.