“დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები“–ხაზარაძე ოპოზიციას ჩრდილოვანი მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს

“ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ოპოზიციის მიერ კოალიციური  მთავრობის დაუყოვნებლივ შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ ხაზარაძე ფეისბუქზე წერს:

“ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საჭიროა, უკვე დღეს, ოპოზიციურმა ძალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად.

უკვე დღეს საჭიროა დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე.

დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში, ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალები სამოქალაქო საზოგადოებიდან, თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, მაშინ არსებული ოცნების ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა დაადგება სწრაფი რეფორმების და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას“– წერს ხაზარაძე.