დღეს, ალბათ, უკანასკნელი ბრძოლა იქნება – მარიუპოლში საზღვაო ქვეითები “უკანასკნელი ბრძოლისთვის” ემზადებიან

ალყაშემორტყმულ მარიუპოლში საზღვაო ქვეითები “უკანასკნელი ბრძოლისთვის” ემზადებიან. ამის შესახებ,  ქალაქში მყოფმა უკრაინის საზღვაო ქვეითებმა ორშაბათს, 10 აპრილს განაცხადეს. 

“დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა იქნება, რადგან  ტყვია-წამალი თავდება. ზოგიერთი ჩვენგანისთვის ეს სიკვდილია, დანარჩენებისთვის კი – ტყვეობა”. – წერს საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი Facebook-ზე.

საზღვაო ქვეითები აცხადებენ, რომ პორტს უკვე 47 დღეა იცავენ და გააკეთეს “ყველაფერი, შესაძლებელი და შეუძლებელი” ქალაქზე კონტროლის შესანარჩუნებლად.

საზღვაო ქვეითები ამბობენ, რომ დაჭრილთა უმრავლესობა, რომელთაც ჯერ კიდევ ყველა კიდური აქვთ, დღევანდელი ბრძოლისთვის უკან ბრუნდებიან.