ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ საკუთარ თავს, ამ ვირებს, მთელ დედამიწას და დასავლეთს, რომ ჩვენ ვართ თავისუფლების ღირსი, ეს არის რაც ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი. მე არ მჯერა, რომ რამე სხვა გზა არსებობს, რითიც ჩვენ ამ სირცხვილს ჩამოვირიცხავთ. ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ეს სირცხვილი ჩამოვირეცხოთ, არის ის რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს! ეს ხელისუფლება აღარასდროს უნდა ლაპარაკობდეს ამ ქვეყნის სახელით. მე ვიცი, რომ ყველას გაქვთ ბევრი კითხვები, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, არავის აქვს ზუსტი წარმოდგენა, რა შეიძლება ჩვენ ვქნათ. მე შემიძლია გითხრათ, რას ვფიქრობ პირადად. დღეს ზელენსკიმ ჩვენ გვითხრა, რომ ეს შენობა, რომელიც ჩემს უკან არის და რომელსაც უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არის კრემლი. ერთადერთი რაც დარჩათ ამათ გასაკეთებელი, არის ის რომ დაუთმონ საქართველოს ტერიტორია უკრაინაზე თავდასხმისთვის, რასაც აკეთებს ბელარუსი. თუ დაემუქრებიან კრემლიდან, ამის გამკეთებლებიც არიან, ხომ ვხედავთ, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. რადგან ეს შენობა არის კრემლი, ჩემი აზრით, გამოსავალია რომ ამ შენობიდან უნდა გამოვიდნენ ისინი, ვინც კრემლს წარმოადგენენ, მათ შორის უნდა გამოვიდნენ ისინი, ვისაც ოპოზიციური დეპუტატები ჰქვიათ. ამ შენობაში უნდა შეხვიდეთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, არა პოლიტიკოსები, არც აქტივისტები, თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, უნდა შეხვიდეთ ამ შენობაში, და ჩემი აზრით, ეს უნდა დაიწყოთ თქვენ. რომ მორჩება გამოსვლები, არ დაიშალოთ, მიდით პოლიციელებთან და ამ ხალხთან დაიწყეთ ლაპარაკი, აუხსენით, სად დგანან, რას იცავენ, ვის იცავენ და რა დგას სასწორეზე”
განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას.