“დღეს აღარ შეგვიშვებენ, ასეთი რამ გორის ჰოსპიტალში არ ყოფილა “- ამის შესახებ, საქარტველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ომბუდსმენის წარმომადენელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, 27 დეკემბერს, საღამოს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიდან გადაყვანა სცადეს რომლის რეკომენდაციაც არც ერთი ექიმისგან არ გაცემულა რადგან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმედ ფასდება.
ახალი ინფორმაცია მივიღე, რომ უკვე აღარ შეგვიშვებენ ექიმებს, დაგვიბარეს დილის 10 საათზე. დღეს აღარ შეგვიშვებენ… ასეთი რამ ნამდვილად არ ყოფილა, ყოველშემთხვევაში გორში. იყო ასეთი პრეცენდენტი გლდანში, მაგრამ გორში არა”, – განაცხადა ყიფშიძემ.