Fox New-ის ჯუნალისტი, ნანა საჯაიას თქმით, დღეს შეერტებული შტატები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს გამოაცხადებს. ამ ინფორმაციას საჯაია თან ურთავს ანგარიშიდან ამონარიდს, რომელიც მალე გამოქვეყნდება.
”ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნება“ კრემლის ინტერესების ხელშეწყობას ახორციელებს, საქართველოში ევრო-ატლანტიკური მიმართულების ჩაშლით, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას.
ამ ქმედების შედეგად, ყველა ქონება, რომელიც აღნიშნულ პირს ეკუთვნის ამერიკის შეერთებულ შტატებში ან იმყოფება აშშ-ის პირების საკუთრებაში ან კონტროლში, დაბლოკილი (ანუ გაყინული) იქნება და უნდა მოხდეს მისი ანგარიშგება ფინანსური აქტივების კონტროლის განყოფილებაში (OFAC), რომელიც აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ნაწილია.
აღნიშნული პირი განისაზღვრა პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულების 14024-ის საფუძველზე, როგორც პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ჩართული იყო ან შეეცადა ჩართულიყო ქმედებებსა თუ პოლიტიკაში, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის სახელით ან მის სასარგებლოდ, პირდაპირ ან ირიბად.”-ნათქვამია გამოქვეყნებულ ამონარიდში.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) თბილისის დროით 20:00 საათზე გამოაქვეყნა.
ამასთანავე ცნობილია, რომ სანქციები შეთანხმებულია დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციებს შორის.