დღეს ბრძოლებმა მაქსიმალურ ინტენსივობას მიაღწია – უკრაინის თავდაცვა

უკრიანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის ბრძოლებმა დღეს მაქსიმალურ ინტენსოვობას მიაღწია.

ის უკრაინელ საზოგადოებას მოსალოდნელი დანაკარგების შესახებ აფრთხილებს.

“დღეს ბრძოლებმა მაქსიმალურ ინტენსივობას მიაღწია. მტერი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით უტევს ჩვენი ჯარების პოზიციებს. წინ ბრძოლის უკიდურესად რთული და ხანგრძლივი ეტაპი გველოდება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ომი და დანაკარგები ჩვენი მხრიდან გარდაუვალია”,– განაცხადა მალიარმა ბრიფინგზე.