“დღეს დავურეკე და გიგი უგულავას გავეხუმრე,შენი დაჭერა გამიხარდა მეთქი შენმა დაჭერამ საბოლოო ნიშანი მომცა, რომ ჩემი გათავისუფლება ახლოს იყო თქო” – ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
„დღეს დავურეკე გიგი უგულავას და გავეხუმრე. პროკურორი რომ ვიყავი გარკვეული ადამიანების დაჭერა მიწევდა, კი არ მიხაროდა, მაგრამ პროკურორის მოვალეობა ეგაა. მაგრამ არის ერთი ადამიანი ვისი დაჭერაც გამიხარდა მეთქი.
ამ მონოლოგს რომ უსმენდა, სიჩუმე იყო მისი მხრიდან. მკითხა ვისი დაჭერა გაგიხარდაო. შენი დაჭერა გამიხარდა მეთქი, შენმა დაჭერამ საბოლოო ნიშანი მომცა, რომ ჩემი გათავისუფლება ახლოს იყო“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.