“გუშინ გომელაურმა კეჩუპისტებს სასტიკად დავსჯითო და დღეს დილით საგამოძიებო ჯგუფი მივიდა ჩემს მშობლებთან. ჯერ ერთი, მშობლებთან 17 წლიდან აღარ ვცხოვრობ და თუ რამე გინდათ, მობრძანდით ჩემთან.

მეორე, ეგ თქვენი გამოძიება რუსულ გემს გააყოლეთ.

მესამე, თქვენც მაგ გემს გაგაყოლებთ მალე.

დღეს 2 საათიდან მცხეთის ქუჩის 49-ში ვიქნები, მობრძანდით, გაგესაუბრებით ჭეშმარიტებაზე, მონებო”

წერს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. ცნობისთვის, 2 დღის წინ ხოშტარიამ და მისმა პარტიის წევრებმა კანცელარისთან რუსული კეტჩუპი დაასხა, რის შემდეგაც ის დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს.