დღეს ენმ-ს ლიდერები არახამიას, ერმაკსა და სტეფანჩუკს შეხვდნენ

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის დელეგაცია დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს. დავით არახამიასა და უკრაინის რადის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდნენ.

ამის შესახებ მელია Facebook-ზე წერს. რაზე ისაუბრეს მხარეებმა ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები უკრაინაში 15 აპრილს ჩავიდნენ. უკრაინაში იმყოფებოდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც, რომელსაც ენმ არ შეუერთდა.