საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ ხმა მისცა. მას გადასატანი ყუთი საპატრიარქო რეზიდენციაში მიუტანეს.
“დღეს ჩვენ ვლოცავთ საქართველოს, დღეს ვირჩევთ მომავალს. იმედით ვართ. ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი და საქართველო! იმედით ვუყურებთ მომავალს. დაგლოცოთ ღმერთმა”,- თქვა ილია მეორემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.